სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხუთივე ბრალის მიხედვით მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მამაჩემი პოლიტპატიმარია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითია. ეს რა თქმა უნდა, სამართლიანი განაჩენი არ იყო და მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი, მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ აუცილებლად, მოსამართლიდან დაწყებული, ყველა პირი აუცილებლად დაისჯება, ჩვენ როგორც გაგვამწარეს და რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ამის გამო პასუხს აგებენ. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, ჩვენს ქვეყანაშიც და შემდეგ, ფარგლებს გარეთ, რომ აუცილებლად დაისაჯონ ის პირები, ვინც ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ”,-განაცხადა გოგაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარები