უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„ძალიან ერთი და იგივე ხალხია ტელევიზორში, ჟურნალისტებსაც ძალიან ერთი და იგივე კითხვები აქვთ. მესმის, ძნელია სულ ერთ თემაზე მთელი თვე კონცენტრირება. მაგრამ მე მამაჩემისაც მესმის, რომელმაც გაბრაზებულმა გადართო არხი იმ მიზეზით, რომ სულ ყველა ვიცი, ვინ რას იტყვის, სულ ესენი ჩანან გადაცემებში და მომბეზრდაო.
მეც იმ პრივილეგირებულთა შორის ვარ, ვისაც ტელევიზიები უხმობენ. უარიც ბევრჯერ მითქვამს, რადგან კარგმა რესპოდენტმაც შეიძლება გაიცვითოს თავი. ახლო მეგობრებისთვის მითქვამს, გეყო, ყველა ეთერში ნუ ზიხარ თქო. მარტო ცვეთის ამბავიც არ არის. როცა სულ ტელევიზორში ხარ, მერე ხალხს ჰგონია, რომ მართლა რაღაც ძალაუფლებას ფლობ და პასუხისმგებლობასაც დიდს გაკისრებენ. ხოდა, მინდა მე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ძალაუფლება მაქვს? არ მინდა.
მეგობრებო, პროდიუსერებო, დახარჯეთ ორჯერ მეტი დრო და აუცილებლად გაგახსენდებათ სხვა ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი.
პ.ს. გოგი გვახარია იმიტომ მიყვარს, რომ მას უყვარს ახალი ადამიანების აღმოჩენა და მიწვევა. (პირველი თუ არა ჩემი მეორე სერიოზული ეთერი გოგისთან იყო). თუ ვერავინ გაფიქრდებათ, ბოლო-ბოლო კითხეთ გოგის! “
კომენტარები