ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ბრიტანელი მთვრალი ტურისტი მას შემდეგ დააკავეს პოლიციელებმა, რაც ის რესტორანსა და ბარებში მთელი ღამის განმავლობაში დადიოდა და მაგიდებთან მსხდომ ადამიანებს სახეში ახველებდა, რომლის შემდეგაც უხსნიდა მათ რომ იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
43 წლის მამაკაცი პოლიციამ ორშაბათს ღამის 11 საათზე მას შემდეგ დააკავა რაც რესტორანში მყოფმა ტურისტებმა დარეკეს და მომხდარის შესახებ განაცხადეს. მიმდინარე უხერხული სიტუაციის ფონზე ბრიტანელ მთვრალ კაცთან ნიღბის გარეშე მყოფი რესტორნის მენეჯერიც მივიდა და მოსთხოვა, რომ ხალხისთვის დისკომფორტი არ შეექმნა, ამ დროს კი მამაკაცმა მასაც შეახველა.
სამართალდამცავთა მოსვლის შემდეგ, მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა საბოლოოდ მაინც დააკავეს და დაპატიმრების დროს პოლიციელებს მოგერიების მიზნით ახველებდა. იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ინფექციაზე უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. მას სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.
ნიუპოსტი
კომენტარები