ექიმი, მზია ქედელიძე:
“ყველამ იცით, რომ ხშირად მიწევს გადაადგილება და აქედან გამომდინარე მიწევს ავტობუსის მომსახურების სერვისების გამოცვლაც.ბოლო რაც შემომტავაზეს იყო cityavtobus Georgia. მგზავრების უმრავლესობა იცით არიან რუსები და უკრაინელები. უკრაინელი წარმოშობის მამაკაცი ხმამაღლა საუბრობდა მობილურზე, და განიხილავდა უკრაინის თემებს. გვერდით სავარძელზე იჯდა რუსი ქალბატონი, რომელიც ეტყობა ძალიან გააღიზიანა ამ ბატონის სუბარმა. უხეშად და ბინძური სიტყვებით მიმართა რომ გაჩუმებულიყო. მამაკაცს არც გაუხედია, უპასუხა, ყველა რუსი უნდა დაჭრა დანით, როგორც ჩვენს ხალხს ექცევიანო – რაზეც ქალმა ატეხა ისტერიკა და იძულებული გახდა მძღოლიც და გამცილებელიც შეეჩერებინა მოძრაობა და გამოეძახათ პატრული. აქ იყო მეორე სამწუხარო “კომედია”! 40 წუთი ველოდეთ საპატრულო ეკიპაჟს ღამის 03:15 საათზე და როცა გავაუქმეთ გამოძახება 112 დან დაგვიკავშირდნენ რა მოხდა და თუ კიდევ გესაჭიროებათ დახმარებაო!
რუს ქალბატონს ავუხსენით რომ თუ ის გადასცემდა უკრაინელ მამაკაცს პოლიციას, ვიტყოდით რეალურად რა მოხდა და გაჩუმდა!
p. s. მოკლედ სისტემა მოშლილია სამწუხაროდ და დაუცველობა და შიშის გრძნობა აქვს უკვე ხალხს დაუფლებული!”
კომენტარები