ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთიდან ახლახანს ჩამოსული მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი თქმით ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა არის ალბათობა, რომ მამაკაცი კორონა ვირუსით იყოს დაინფიცირებული, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გვაქვს”
კომენტარები