მამაკაცმა საპატრულო პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. მისი თქმით, ის სამარშრუტო ტაქსში 7 წლის შვილთან ერთად მგზავრობდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე ის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდა და აღმოაჩინა, რომ ბავშვი დარჩა. ინციდენტი უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მოხდა.
მამაკაცმა პოლიციას აუწყა, რომ მისი შვილი ვერ მეტყველებს და მის პოვნაში დახმარება სთხოვა.
სამართალდამცავებმა სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება დაიწყეს, ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში ბავში იპოვეს და მამას დაუბრუნეს.
მამაკაცს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ელის.
კომენტარები