მამამთილმა რძალი დაჭრა – შემთხვევა წყალტუბო რაიონის სოფელ საყულიაში მოხდა. კაცმა ქალი საკუთარი შვილის საფლავზე, სამი არასრულწლოვნის თვალწინ დაჭრა. ქალს ჭრილობა რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“კურიერმა” ახალი დეტალები გაარკვია. რძალსა და ქმრის ყოფილ ოჯახს შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მამამთილი რძალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რის შემდეგადაც მასზე გაიცა შემაკავებელი ორდერი. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოფილ მამამთილს რძალთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ვადის ამოწურვის შემდეგ კი მას დაემუქრა.
დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარები