“მთავარი არხის” ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები