დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,მამაო, შეიძლება ბიბლია წავიკითხო?
აბსოლუტურად არავითარი კურთხევა და ნებართვა არ სჭირდება ქრისტიანს ბიბლიის წასაკითხად. ეს კურთხევა უკვე გაცემულია 21 საუკუნის წინ ჩვენი ზეციური მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მიერ. თვით უფალმა გაკურთხა წმინდა წერილის კითხვისთის და შენ რომელიმე მოძღვრის კურთხევას ელოდები? ბიბლიის მთავარი და ჭეშმარიტი განმმარტებელიც მოგვეცა 21 საუკუნის წინათ – სულიწმინდა, ღვთაებრივი მასწავლებელი, ჭეშმარიტების სული (ინ. 16,13). ყველასთან, ვინც წრფელი გულით კითხულობს ბიბლიას, მიდის თავად ღმერთი სულიწმინდა და უხსნის წაკითხულს თუ მოსმენილს. არ არსებობს შემთხვევა, რომ ადამიანი მთელი გულით ცდილობდეს გაიგოს სახარებაში წაკითხულის მნიშვნელობა და ღმერთმა არ მისცეს ახსნა. როცა თქვა: “ყველა, ვინც ეძებს, პოულობს” სწორედ ამ ძებნას გულისხმობდა უფალი.
ამიტომ, დღეს თუ ვინმემ არ იცის ქრისტეს მოძღვრება, მხოლოდ თავადაა ამაში დამნაშავე. ბიბლიის კითხვა სამუდამოდ ნებადართულია ნებისმიერისთვის და მისი განმმარტებელიც უკვე დიდი ხანია აქ არის, ჩვენ შორის. “ნეტარია ვინც კითხულობს და უსმენს ამ წინასწასწარმეტყველების სიტყვებს, და იმარხავს მასში დაწერილს; რადგანაც ახლოა ჟამი” (გამ. 1,3) წერს იოანე ეკლესიებს და ეს ეხება მთელ ბიბლიას. ნეტარია ვინც კ ი თ ხ უ ლ ო ბ ს და უ ს მ ე ნ ს ღვთის სიტყვას, რადგან მოვიდა დრო ანუ მოახლოვებულია ქრისტეს მეორედ მოსვლა, ამიტომ, ადექი დღესვე და დაიწყე ბიბლიის კითხვა.”
კომენტარები