სამოქალაქო აქტივისტი ზუგდიდიდან, მარიამ სიჭინავა:
სრულად მშვიდობიანად ვიდექით ცხრა აპრილის მემორიალთან, შიგნითაც კი არ ვიდექით. ხმას არ ვიღებდით, რადგან ფარად მცირეწლოვანი ბავშვები დაიყენეს, ჩვენს სათქმელს ჩვენი ბანერები ამბობდა.მოვიდა ორასამდე პოლიციელი, მამაოს ლოცვის ფონზე დაგვარბიეს!გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში.
ცნობისთვის, აქტივისტები იმიტომ დაარბია პოლიციამ, რომ მათივე თქმით, ადგილზე “სამთავრობო ღონისძიება” იგეგმება და მათ კი “აქვთ ადგილზე ყოფნის უფლება, მაგრამ მაინც უნდა წავიდნენ.”
კომენტარები