საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ეშინია დაბრუნება ციხის შიშით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია, იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა პრაქტიკულად არის ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია. თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები