„ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით – გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. ეს არაა ტექნიკური ტიპის საკითხები. მოლაპარაკება არაა დამთავრებული. ავიღეთ პაუზა“, – განაცხადა მან პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.
“მინდა ყველამ კარგად გაიაზროს, ჩვენ ზუსტად ერთ თვეში გველოდება მძიმე სურათი – იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკვე კოკოითი ითხოვს საქართველოს მხრიდან სამაჩაბლოს აღიარებას, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების ფონზე, სადაც ამბობს, რომ ჩვენ, ქართულმა სახელმწიფომ, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოკუპანტებს.
ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდზე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ყველაფერი. თქვენ დაინახეთ, რომ მე ეს შემიძლია, ჩემს გუნდს ეს შეუძლია. ჩვენ ვაკეთებთ სრულ კონსოლიდაციას იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც გაურკვევლობა ან კონფლიქტი გვქონდა, ერთი მიზნისთვის – ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფალი არჩევანი! ამიტომ, რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რაც არ უნდა თქვათ, რამდენად სწორია ამა თუ იმ ადამიანთან ხელის ჩამორთმევა, მე, როგორც თავისუფალმა ადამიანმა ერთი რამ ვიცი – ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ, 26 ოქტომბრის შემდეგ იცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, რომ ვიყოთ დაცულები, სტაბილური მშვიდობის გარანტორები და ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან და არ აღმოვჩნდეთ იმ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს.
ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია, ამიტომ მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეულ ადამიანს მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
(R)
კომენტარები