• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – “ჩვენ – რიგითი ადამიანები და არა სისტემა, ვქმნით ქვეყანას! სწორედ ჩვენ ვართ სახელმწიფო! მხოლოდ ჩვენ გვაქვს ძალა. და სწორედ ჩვენ – მე, შენ, ის დავძრავთ საქართველოს”

ალია ავტორი - ალია
17:11 10-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

“ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას, რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, მათ შორის რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო, რომელსაც პარტიის ლიდერები უძღვებოდნენ.  

ღონისძიების მსვლელობას დისტანციურად ჩაერთო და დამსწრეებს  სიტყვით მიმართა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. რომელმაც მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდა და „ლელოს“ შემაჯამებელ აქციაზე დასწრებისათვის და პარტიის გულშემატკივრობისათვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით „ლელოს“ გზა არ გადის სიძულვილსა და აგრესიაზე, რადგან „ლელო“ არ ებრძვის ცალკეულ პიროვნებებს. „ლელოს“ არ სურს რევანში. ჩვენი მტერი არ არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენი მტერი მის მიერ შექმნილი მძიმე რეალობაა.

„ ჩვენი მტერი უმუშევრობა და ინფლაციაა, ჩვენი მტერი ბავშვთა შიმშილიანობაა, ნაგვის ურნებში სარჩოს მაძიებელი მოხუცების ყოფაა, ჩვენი მტერი განმუხურსა თუ ერგნეთთან გავლებული მავთულხლართებია. ჩვენი მტერი გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, ჩვენი მტერი მზარდი კრიმინალი და კორუფციაა. შენ შეგიძლია ამ მტრის დამარცხება ლელოს ახალი, ძლიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანების გუნდთან ერთად. ლელოს ახალი მარშალის გეგმით, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამით. ჩვენ ერთად შევძლებთ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვალოთ  ქვეყანა, ერთად შევქმნათ  ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი საშუალო ფენა, გავაორმაგოთ ეკონომიკა, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, მივცეთ ადამიანებს საუკეთესო სასამართლო, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, დავუბრუნოთ მათ ღირსება და კეთილდღეობა. ერთად გავიმარჯვოთ! მე მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ შენ მთავარი ადამიანი ხარ, რომელსაც აქვს პატივი იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე , ჰქონდეს საარჩევნო ხმის უფლება. ხმის, რომელიც ახლა ყველაზე ძვირად ფასობს, რადგან სწორედ შენს ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს შენი ქვეყნის ბედი. შენს ხმას შეუძლია განსაზღვროს შენი მომავალიც და ისიც, თუ სად ვიქნებით ჩვენ ხვალ – დავრჩებით ღატაკ და გაჩერებულ ქვეყანაში თუ დავძრავთ მას და ავირჩევთ თავისუფლების, პროგრესის და განვითარების გზას! შენ 31 ოქტომბერს თავად ხარ შენი მომავლის მჭედელი. შენი ოჯახის, შვილების თუ ახლობლების ცხოვრების განმსაზღვრელი! მოდი არჩევნებზე, მაგრამ არ მოხვიდე მარტო. აუცილებლად წამოიყვანე კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში. ხმა მიეცი 56 – ს! აირჩიე ლელო! ვისაც ნამდვილად შეუძლია შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. სამართლიანი გარემოს დამკვიდრება, ადამიანების დასაქმება, სიღარიბის დამარცხება, შენი მხარის, კუთხის, სოფლის, ქალაქის განვითარება, ჩვენი ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ ქცევა,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 


„ლელოს“ თავმჯდომარემ  ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვისაც უკვე გამოკვეთილი აქვს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მას, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა 31 ოქტომბერს. მას, ვინც ხელისუფლების შიშის ქვეშაა და მასაც, ვისაც დაკარგული აქვს იმედი და ფიქრობს, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. 31 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდით რათა ერთად გავიმარჯვოთ! მოდი ერთად დავძრათ საქართველო. 

„ვწუხვარ, რომ დღეს, არ მაქვს საშუალება, ვიდგე თქვენს გვერდით, რადგან საქართველოს ათასობით მოქალაქის მსგავსად კოვიდს ვებრძვი. მიუხედავად ამისა, სრულად და აქტიურად ვარ ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ამ უძრაობას დაასრულებს და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.  მე, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მოგმართავ შენ, ჩემო მეგობარო. მოგმართავ ერთ რიგით ამომრჩეველს, რომელიც აქ და ახლა, ამ ისტორიული გზის გასაყარზე, უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგახარ.  შენ კარგად იცი რა რთული გზა გამოიარა საქართველომ.  რამდენი პრობლემა შეხვდა ჩვენს ახალგაზრდა, 29 წლის რესპუბლიკას, რა ენერგია და რესურსი შეიწირა შიდა კონფლიქტებმა, ომებმა, პოლიტიკურმა უთანხმოებებმა. როგორ დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანები. როგორ დავკარგეთ და კინკლაობას გადავაყოლეთ ის ძვირფასი დრო, რომელიც ქვეყნის განვითარებას, რეფორმებს, ტექნოლოგიურ რევოლუციას, ახალი პროექტების მშენებლობას, ადამიანების ბედნიერი და დაცული ცხოვრების შექმნას უნდა მოხმარებოდა. დღეს სწორედ ამ პოლიტიკის გამო ჩვენი ქვეყანა ისევ მძიმე რეალობის წინაშე დგას. ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ისევ მწვავედ გვიდგას თავისუფლების და ღირსების არჩევანი. არჩევანი ქვეყნის დასავლურ კურსსა თუ რუსულ ორიენტაციას შორის. კიდევ სუსტია ჩვენი დემოკრატია და ჩამოშლის პირასაა სახელმწიფო ინსტიტუტები, რეკორდულ ზღვარს ქვემოთაა სიღატაკე და უმუშევრობა, ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, იზრდება ემიგრაცია, არ ჩერდება ბორდერიზაცია, მძაფრდება უიმედობა და ხვალინდელი დღის შიში. 
ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძველ, წარსულ ხელისუფლებაზე, რომელიც აღარ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ახლანდელ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და ავირჩიოთ ახალი ძალა, ალტერნატიული ძალა. სწორედ ლელოა ერთადერთი ალტერნატივა. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენს მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი პარტია არის სახალხო ძალა თავისი კონკრეტული გეგმით და მომავლის სწორი ხედვით,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved