პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძეც დაშავდა:
„ნახეთ, რა გააკეთეს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ უკანა მხრიდან დარბევის დროს ახალგაზრდებს წინ დავდგომოდი, რომ მაგის შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ ახალგაზრდებისთვის შეთრევა უნდოდათ. აქ დაგვაცალეს გაზი და წიწაკის სპრეი. მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ.
მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები. გგონია, ამით ვინმე შეაშინე? შენ ხარ შეშინებული, იმიტომ, რომ ასე გჭირდება ჩვენი და ამ ახალგაზრდების დაზიანება, რომ შენ პარლამენტიდან გახვიდე. ამ ბავშვებს ეს იმიტომ დაუშინეს, რომ ეს მშიშარა „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტიდან გასულიყვნენ“
კომენტარები