წინა საარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ჯონი ჯიქიასთან ერთად, სოფელ ჭაქვინჯში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ინდივიდუალური ფორმატში შეხვდა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა, მათი მოგვარების გეგმები დასახა და მოსახლეობასთან ერთად ადგილზევე პრიორიტეტები განსაზღვრა.
„ვიმყოფებოდით სოფელ ჭაქვინჯში და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვისაუბრეთ, როგორც მუნიციპალიტეტის ასევე სოფლის აქტუალურ თემებზე. მოსახლეობა დადებითად აფასებს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ორი მნიშვნელოვანი გზა, ასევე სოფლის გაზიფიცირება სრულად არის განხორციელებული, წყალმომარაგების პრობლემაც მნიშვნელოვანწილად გადაუწყდება. უკვე სოფლის მოსახლეობას, 60 პროცენტს მიეწოდება სასმელი წყალი, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტისთვის წყლის სისტემით უზრუნველყოფა ჩვენი მუშაობის უახლოეს გეგმებში აისახება. აქედან გამომდინარე ჩამოვყალიბდით ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებსაც სოფლის მოსახლეობასთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრით“-განაცხადა მამუკა წოწერიამ
კომენტარები