Disney–მ სოციალურ ქსელში, კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც 29 ენაზეა შესრულებული, იმ მონაკვეთის გამო, რომელსაც ქართული ენა აწერია, დისნეის გვერდზე, კონკრეტულ კლიპზე უკვე 2200 კომენტარზე მეტია დაწერილი, მაშინ როცა, წინა პოსტებიდან ერთს 67 კომენტარი აქვს, მეორეს 35 და მესამეს – 17.
კომენტარები:
კომენტარებს გადახედეს და გადაწყვიტეს ფილმი ქართულად გაუშვან ინგლისური სუბტიტრებით
ამდენი წელი სიცრუეში მიცხოვრია, თურმე ძოწენიძეც ქართულად მღერის თავის ჰიტს. ბოდიში ნინო. ჰეიჰეიო
დისნეი დაგერხათ სერიოზულად
ჰეიეიჰეიიიაა ცეცხლს ეთამაშებით!
ნაირა ბიცოლა ისეთს დაგწყევლით მაგის გამო დაიხურებით
ჰეიეიეი, იქნებ მარკეტინგული ხრიკია ჩვენი ამხედრება
კრიმანჭულიდან მაინც აგეღოთ იაოუაო, რაღაც გამართლება ექნებოდა, თქვე გამოდისნეებულებო.
მომენტი, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს წარმომადგენელს სიტყვა მისცეს
შეესია ქართველთა ლაშქარი დისნეის
ეჰეეჰე, ქენით რაცხა თორე არ გადგიათ კაი დღე თქვენ
ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა
ცაში აიხედეთ ,,ჩაკრულო,, დაგყურებთ თანამგზავრიდან
გიღირდათ ამად?
გათვლაც ეგეთი იყო. შეკრიბა საქართველო ერთ ვიდეოს ირგვლივ
დისნეი ამოწყდი
ასე სულხან საბაც კი არ მოუსტუმრებიათ
ქართულად ძაან რთულები შეხვდათ
გაასწორეს ქართველობა მიწასთან
წაშალეთ! და თავიდან ამღერეთ სრულად ქართულად!
ვინც სპეცები ხართ მაგ საკითხში რამე ჰეშთეგი გააკეთეთ რაააა
რაღა აღმაშენებელი და რაღა ჩვენ, ქუდზე კაცია მოსული ქართველობის დასაცავად
მარტო ჩვენი კომენტარებია , მეტი რაღა უნდა იმღერონ
ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება – კომენტარებში რა თქმა უნდა
ტაილანდურადაც ჰეი ჰეი ყოფილა
მაგარ შარში ხართ ! ეს კიდევ ჯერ არ გაბაზრებულა ! ელოდეთ შემოტევას
დისნეი, შენზე დიდი ცაცხვის ხე მაქვს რაჭის ეზოში… რაის ჰეიაიიი
არ აგარევინებთ!
მე იმას ვდარდობდი, მეგრულ- სვანური არ დააკლდესთქო და ამათმა ჰეეიიეიიაა-ო!
კარვების ქალაქად გიქცევთ კომენტარებს!
Disney is changing its name “გაუქმებულია გაუქმებულია”
ეს სიმღერა უნდა ჩავუწეროთ ქართულად
ვყიდი მეორად მატრასს იაფად
სანამ ეს გოგო მთლიან მრავალჟამიერს არ იმღერებს, არ გავჩერდებით
შევასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, შეღავათიან ფასად. სპეციალური ფასდაკლება დისნეის თანამშრომლებისთვის
ასე ყველაფრის კადრებაც არ შეიძლება ინგეიჯმენთისთვის
რა მათე, რა მათე, ნათელა მქვია
იცოდნენ ქართველების ამბავი და მომინდომეს რეიტინგი ჰაიაი აი აიი
ტაილანდი ქართველობას გვართმევს ხალხო
ქათამი ხან იქით გადაკისერ–მხარ–ბარკალ–ნისკარტ–კურტუმდება ხან აქეთ გადმოკისერ–მხარ–ბარკალ–ნისკარტ–კურტუმდება. ეს დაგუგლეთ? ვერ გაქაჩეთ და შური იძიეთ,თუ რა იყო ეს?
მამული, hayayay, სარწმუნოება
დისნეიმაც იცის რო ქართველებს არ გვემღერება… მოვთქვამთ
დისნეი” ხომ კარგად ხართ? ამ ენაზე “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა,თქვენ რა ვერ მონახეთ რამე შესაბამისი?!
ძონძის კუკლებო, საერთოდ ენა მიგეგდოთ!
იმ მონაკვეთში რაფაელო მაინც დააჭერინომ ხელში “არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად”
“მიჭმიე ” , “მისმიე” გვაქვს ბიჭო ენაში. ეგენი რომ თარგმნო, შენი ნახევარი ლექსიკა უნდა დახარჯო და შენ “ჰეჰეჰჰეი” რანაირად ჩაგვისვი???
ვის ეჯახებით, რო ეჯახებით, დისნეის თრევაი საკვირველი
ვხედავ ხვალ დისნეის ბოდიშს
არა ჰესებს !!!
ბექჰემსაც კი უფრო მეტი სიტყვის მარაგი აქვს ქართულად, როგორც ერთ ინტერვიუსში აღნიშნა– “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. რა გჭირს დისნეი?
დისნეიმ ევროკომისიის პოსტზე ქართველების მოწონებების და კომენტარების რაოდენობა ნახა და მგონი ენგეიჯმენთის გაზრდა უნდა ჩვენს ხარჯზე
რა გინდა, ვერ გაამტყუნებ, ევროვიზიაზე ჩვენი სიმღერების 80%ში ჰეიჰეიჰეი ისმის
ვის აჰეიჰეიჰეებენ ესენი?
ქართული ტექსტის წყარო მიუთითეთ რომ ეგ წყარო დავაშროთ
მოგი@@ანთ თარჯიმანები!
ჩემი საქართველო აქ არის კომენტარებში
გულთგონთხართა?
სირცხვილი დისნეის, ჰეჰეჰეი ვართ ამხელა ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ერი?
დისნეი თქვენ ჯერ კიდევ ვეერ ხვდებით ვისთან დაიწყეთ ომი……ეს ომი დაწყებიდან წაგებული გაქვს.
კომენტარებზე მორიგეობა დავაწესოთ და ისე ავიკლოთ
ვეღარ ვმუშაობ, თქვენ გაწყდით ერთ დღეს ჩვენი აფორიაქებისთვინა
”Admin, qartulad gaaxmovaned”
აჭარანეთი მიმიქარავს, ისეთს აგიკლებთ
ჰე, ახლა
დავაკვირდეთ რომელიმე ტაილანდელი თუ დაწერს რამეს:)))) (ისე ტაილანდური შეგვიძლია ვისწავლოთ, ერთი ენა გვქონია ფაქტობრივად))
ეხლა მთავარია ჯორჯიას შტატმა არ გამოთქვას პრეტენზიები, დაუმტკიცებ ქართულიაო თუ რა
შეიძლება შინამანაკენა ჰქონდათ მხოლოდ მოსმენილი და ეგ ეგონათ ქართული, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ
აქ ვერ ვისხდებით მთელი დღე
ან შეცვალეთ ან რაღაცა ქენით Disney
ჰეიეიიიეიიეიიიიიიჰეეიიი
რაც ჩვენ ინგლისური სიმღერები გვაქვს ასე ნამღერი, დაგვიბრუნდა უკან
კომენტარები