იურისტი, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც 3 ათასამდე ადამიანთან ერთად გამოეყო რუსთაველზე გამართულ აქციას და გადაინაცვლეს ქართული ოცნების მთავარ ოფისთან, გამოეხმაურა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრს, დიტო სამხარაძეს, რომელიც წერს: “10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს”.
“ახლა პატარა ნიუსი გვაცნობეს და თურმე, 10 ადამიანი ყოფილან ამ ოფისში და თურმე, გველოდებიან, რას ვიზამთ აქ. მშვიდად იყავით, უბრალოდ ჩვენ ხმას გაგაგონებთ, ძალიან მკაცრ სიმართლეს გაგაგონებთ და მანდ შემოხტომას არავინ გიპირებთ, დიტო სამხარაძე. შენი ბინძური მეთოდებით, არ ვაპირებთ ცხოვრებას, შენი ბინძური დავალებებით, როგორც ხალხს გვახვედრებ რეგიონებში, ისე ცხოვრებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, შენთვისაც გვინდა, ოღონდ არა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებ.
რახან 10 ადამიანი დგას და გველოდება, თურმე, მათაც გავაგონოთ, გადადექით, გადადგეს ღარიბაშვილი, გადადგეს მისი სამარცხვინო მთავრობა, გადადექით!”
“10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს” – დიტო სამხარაძე
კომენტარები