„ქართული ოცნების“, წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციას მიმართა და თქვა:
„პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და სასიკვდილოდ გამეტება, ქუჩაში პოლიციის მანქანით დაწვა, რომელიმე ადექით… სხვადასხვა ტელეეთერებით კი ვიხილეთ, რომ რაღაც წარმოუდგენელი სიგიჟეა როგორ ცდილობთ ამის „გაპრავებას“. აი, ის მანჯგალაძე რაღაცებს საუბრობდა, მისგან მიჩვეული ვართ დემაგოგიას და ბოდიალს, მაგრამ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ თურმე „მოლოტოვი“ კი არ უსვრია, პირიქით აკეთებდა, მანქანამ თავისი თავი დაიწვა. თქვენ პარტიული ტელევიზიაში ერთ-ერთი სიუჟეტი გადიოდა მაგალითად, როგორ წაიქცა თავისით ჯებირი. აი, ასეთ სიცრუეში ცხოვრობთ. დიახ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ევროპული დიდი ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს.
ქალბატონი პრეზიდენტი რომ გამოვიდა და კითხულობდა, ვინ, სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ, ჩვენ ვართ ჩვენ ქვეყანასთან და ამ ჩვენი სიამაყით, მართლაც ღირსებით შევალთ იმ დიდ ოჯახში, რისთვისაც ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აი, იმ ზოგიერთმა მართლაც „ფარჩაკმა“ საკუთარ თავში ჩაიხედოს. რომელ ევროპაში მიგყავთ [ქვეყანა] ქუჩაში ავტომანქანების დაწვით და ჩვენი პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ და ცეცხლის მოკიდებით?“
კომენტარები