კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მასზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს.
მთივლიშვილი აღწერს მისი დაკავების პროცესს და ამბობს, რომ მას ჟურნალისტურ საქმიანობაში სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს. იღებდა, როგორ აკავებდბენ პოლიციელები ერთ-ერთ მოქალაქეს, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ხელი ჰკრა, რა დროსაც ჟურნალისტმა განუცხადა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სწორედ ამას მოჰყვა მისი დაკავება.
როგორც მთივლიშვილი ამბობს, დამამცირებელი მოპყრობა იყო როგორც დაკავების დროს – მანქანაში, ასევე სამმართველოს შენობაშიც.
მერე შიგნით რაც მოხდა, მახრჩობდნენ პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა იმისა, რომ ხელი შემიშალეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, იმიტომ, რომ ამ აქციასთან არაფერი საერთო მე არ მქონდა, მივედი, ვაშუქებდი, ოღონდ რამდენიმე წუთის მისული ვიყავი, როდესაც ახალგაზრდებს აკავებდა პოლიცია და ვხედავდი, როგორი უხეში ფორმებით ხდებოდა მათი დაკავება და ერთ-ერთი დაკავების პროცესს გავყევი, ზუსტად ამ დროს ხელი მკრა ერთ-ერთმა პოლიციელმა და ვუთხარი, რომ ვიყავი ჟურნალისტი, ნუ მიშლიდა ხელს გადაღებაში, ზუსტად ამ დროს მთელი ჯგუფი შემომერტყა პოლიციელების, შემაგდეს მანქანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, მანქანაში დამაგდეს, ბუნებრივია, მოვითხოვე პასუხი, რის საფუძველზე მაკავებდნენ, როგორ გავბედე კითხვის დასმა, ესეც შეურაცხყოფად აღიქვეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მანქანაში მახრჩობდნენ – იყო 5 პოლიციელი, ერთი იჯდა საჭესთან, ერთი იყო ჩემს უკან, ორი იყო ჩემს გვერდით, განსაკუთრებით აგრესიული იყო სამი მათგანი, ერთი უკანიდან დამწვდა, იყო სრულიად შეშლილი ხალხი, ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რაღაც მომენტში მანქანაში შემეშინდა, რომ რაღაც არ ჩამარტყან. იმდენად დაიძაბა ვითარება, ზოგიერთი პოლიციელი ისე არაადამიანურად მექცეოდა, ბოლოს თვითონ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ასაკით შედარებით უფროსი იყო, გააჩერა დანარჩენი პოლიციელები, თუმცა მთელი დანარჩენი პერიოდი, ის 40 წუთი, რაც მანქანაში ვიყავი თავისუფლებაშეზღუდული, მერეც პირველი ეტაპი, რაც სამმართველოში მომიყვანეს იყო დამამცირებელი – გამონათქვამებით, პროვოკატორი, ინტრიგანი ხარ, მომაშორეთ აქედან, არაფერი ამას სამართალთან, კანონთან და დემოკრატიასთან არ აქვს საერთო,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.
tvpirveli
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს
კომენტარები