ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი წერს:
“რამდენიმე დღის წინ დილით პარკინგზე დავტოვე ჩემი მანქანა, მოგვიანებით რომ დავბრუნდი, ფარი ჩამტვრეული დამხვდა.
როგორც მითხრეს ვიღაცამ დაარტყა და გაიქცა.
გამოვიძახე პატრული, მოვიდა.
აფთიაქის წინ იყო მანქანა გაჩერებული და ამიტომ უამრავი კამერაა ირგვლივ. ვიფიქრე უცებ მიხედავენ საქმეს, ამოიღებენ ვიდეოს და გაირკვევა რა მოხდა-მეთქი.
თუმცა რამდენიმე დღეა გამომძიებელს ტყუილად ველოდები, მგონია, რომ დარეკავს და მეტყვის, რომ ჩანაწერები ამოიღეს და იმ მძღოლის ვინაობაც დაადგინეს, მაგრამ უშედეგოდ. გამოჩნდება ალბათ ოდესმე, აფთიაქებს უკვე წაშლილი რომ ექნებათ ვიდეოჩანაწერები, აი მაშინ 🙂
სამაგიეროდ რაღაც გაუგებარ დარღვევებზე ხო მოდის მალე ჯარიმები.
კომენტარები