ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ეს ფოტო ონისე მელქაძემ გამოაქვეყნა.
დათო ლიკლიკაძე ხონში. სემინარზე კოკა-კოლის ბოთლით წყალი დაახვედრესო. დაამცირესო.
ონისე დასცინის, ხო ხედავთ ხონში რა უქნეს ლიკლიკაძესო. თავიდან მეც შევცდი. დავუწერე კომენტარი, როგორც იქნა ლიკლიკაძე დაასრულეს-მეთქი. მაგრამ ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ამას გაუბედავდნენ.
დავიწყე ფოტოს დეტალური ანალიზი და გამაოგნებელი რამ აღმოვაჩინე. ბოთლში ნამდვილად წყალი ასხია, მაგრამ ჭიქაში მუქი სითხეა ანუ კოკა-კოლა. ანუ დაასხა და წყალი კოკა-კოლად იქცა, როგორც წყალი ღვინოდ.
მაპატიე, უფალო დავით Dato Liklikadze
Onise Melkadze – შენ კი ეშმაკი გალაპარაკებს !”
ონისე მელქაძე, წერდა:
“ბრავო ხონელებო, ხონში იყო წასული მასტერკლასი ჩაუტარებია დათოიას და კოკა -კოლის ბოთლის წყლით „გაჭყიპეს „
დათო ლიკლიკაძე კი იგივე შეხვედრაზე წერს:
“უმაგრესი პროექტი გვაქვს ხონში, რომელზეც აუცილებლად მოგიყვებით დაწვრილებით. ხონელებისთვის ბევრი სიახლეებია დაგეგმილი”
კომენტარები