მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“იცით, როგორ გავიქეცი, ძალიან სწრაფად, თავქუდმოგლეჯილი, ფეხებს წელზე კი არა, კისერში ვირტყამდი, ორი ქუჩის ძაღლი ამედევნა ყეფით, ერთად გავრბოდით, თან წვიმა მოდიოდა თან გული ამომივარდა, სტენოკარდია დამეწყო. მაწონი მქონდა ნაყიდი, მესიჯი რომ მომივიდა, წყალი დაწყდებაო და ფული არც გადამიხდია, ისე გამოვარდი მაღაზიიდან, გამყიდველი დამედევნა, კიდევ ვიღაც არამკითხე მოხალისე…
ლიფტში ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ ახლა არ გავიჭედო, ახლა არ გავიჭედო-მეთქი და გადავრჩი. მაგრამ მერე ხელი მიკანკალებდა და გასაღებს ვეღარ ვურჭობდი საკეტში, როგორც იქნა გავურჭე, შევვარდი, მაგრამ ვერ მივუსწარი, წყალი უკვე დაწყვეტილი იყო… მაპატიეთ, შვილებო!
ააააააა! ვღრიალებ!
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power
დაე, ისე მოხდეს, რომ თქვენი ერთი წლის შემოსავალი მთლიანად მე ჩამერიცხოს და თქვენ აზრზე არ იყოთ, ფული სად წავიდა! უხ, თქვენი! უხ, თქვენი! უხ, თქვენი!”
კომენტარები