პოლიტიკოსი, ეკა ბესელია “ტვ პირველთან” საუბრისას, ამბობს:
თუ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა, გამაოგნებელი იყო, გვრიტიშვილის და მურუსიძის არჩევა და გვრიტიშვილის ცნობილი განცხადება – ახლა შეტევაზე გადმოვალთ, თავს კი არ დავიცავთ მხოლოდ, შეტევაზე გადმოვალთ.
ამას გველაპარაკება უვადოდ არჩეული მოსამართლე, რომელსაც ხელში უჭირავს უდიდესი ძალაუფლება, გამოაცხადოს განაჩენი და ადამიანებს მთელი ცხოვრება განუსაზღვროს ბედი. ასეთი ადამიანი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და იტყვის ამ ფრაზას საჯაროდ, რომ ჩვენ ახლა შეტევაზე გადმოვალთ, იმ დღეს უნდა ამთავრებდეს სამოსამართლო კარიერას. გვრიტიშვილის ეს ფრაზა, ყველას უნდა გაეგზავნოს. ამაზე ვლაპარაკობ და გამაოგნებელი იყო ყველასთვის – რას ნიშნავს, როცა მოსამართლე გემუქრება, ხელისუფლების ის შტოა, რომელიც უნდა აბალანსებდეს. ეს არის კოშმარი, კატასტროფული ამბავია, ვერც კი ხვდებიან, რომ ამის თქმა ნიშნავს საკუთარი თავის და ინსტიტუციის განადგურებას. ამის ფონზე, როცა ამის გამართლებას ვინმე შეეცდება, და იტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, თურმე, წარმოგიდგენიათ, ვისზე ვლაპარაკობთ? ზეადამიანზე, რომელმაც უნდა განსაზროს სხვა ადამიანების ბედი, ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მან გადაწყვიტა სხვების ბედი გადაწყვიტოს და სხვაზე მაღალი მორალის მქონე უნდა იყოს.
ეს არის მაფიოზური, დანაშაულებრივი დაჯგუფება. ეს მოსამართლეები არის ანტიგმირები, დიახ, რომელთა გამო დღეს საქართველოში კარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს. კითხულობენ, ჩვენ გამო გეუბნებიან უარსო? –ხო, თქვენ გამო გვეუბნებიან უარს. ესეთ სასამართლოს რომ უყურებს ევროპული ცივილიზებული სამყარო, ფიქრობს, ხალხო, სად ხართ თქვენ, რომელ ქვეყანაში, რომელი მოსამართლე გაბედავს ასე საუბარს? ეს არის საბჭოთა კავშირი, ჩემო ძვირფასებო და ამას რომ ვერ ხვდება მოსამართლე, რომ ამის თქმაა სახიფათო, თავის თავში რომ ფიქრობს – ეს ცალკე უბედურებაა და მეორე უბედურებაა, რომ ვერ ხვდება, ამის თქმა რომ სახიფათოა, ეს მეორე უბედურებაა.
ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ მოსამართლეების, რომელიც შეიძლება გახდეს და გახდება სადაო სტრასბურგის სასამართლოში, ეს ფრაზა, ახლა გადმოვალთ ჩვენ შეტევაზე იქნება ლაიტმოტივი და რომელი გადაწყვეტილება დაიჭერს თავს, რომელი გაუძლებს სამართლიანი სასამართლოს ტესტს – ვნახოთ.
კომენტარები