“ენმ”-ის წევრი, გიორგი ჩალაძე, რომელიც ამ წუთებში იმყოფება გორის ჰოსპიტალთან, “ტვ პირველთან ამბობს:
“მაქვს ძალიან მძიმე ინფორმაცია, რომელზედაც ისაუბრებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი როცა გამოვა, სჯობს, დადასტურებული ფაქტები მისგან მოისმინოთ. ცუდი ფაქტი მოხდა შგნით – ბატონ პრეზიდენტთან შევიდნენ ბადრაგები, რომელბმაც არ უთხრეს სად გადაჰყავდათ, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სადღა… რასაც მოჰყვა მწვავე რეაქცია და ჯანმრთელობითი მძიმე შედეგები… ეს არის წამება… ეს არის გლდანში გადაყვანის ეპიზოდის გამეორება – მე რაც ვიცი ასეა. ჯანმრთელობის რა სახის დაზიანება მიიღო, ფიზიკური თუ სხვა, ჯობია ამაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლემა გააკეთოს განცხადება. როგორც ვიცი, მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. მე როგორც ვიცი ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი არსებობს, კონკრეტულად რა სახის, ამაზე ისაუბრებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.”
ამ წუთებში ჰოსპიტალში იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
კომენტარები