“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს უშიშროებამ აზერბაიჯანის უშიშროებას მიაწოდა იმ ადამიანების სია, ვინც დავით გარეჯის საკითხზე იბრძვის და საფრთხეს წარმოადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, ამ სიაში არიან: ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის ლიდერები, სანდრო ბრეგაძე, ირაკლი შიხიაშვილი და თქვენი მონა მორჩილი მე.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი,
ასევე ნიკოლოზ მჟავანაძე. ყველაზე მეტად რაც გამოკვირდა ამ სიაშია შალვა ნათელაშვილი.
შეიძლება აფგან მუხთარლივით მოატაცებინონ ვინმე და ეს ყველაფერი ხდება იმის სანაცვლოდ რომ ნავთობის ტრანზიტის წილში ჩასვეს ხელისუფლების წარმომადგენლები და გააცვლევინეს გარეჯი.
უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ წერილს! საქართველოს მთავრობა არის ქართული მიწების გამყიდველი!
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, “ალია” დეტალების გარკვევას ცდილობს.
კომენტარები