სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ორი თემა:
1. ტრანსპორტის გაშვებასთან დაკავშირებით ნუ აღიზიანებთ ხალხს უადგილო მოწოდებებით. მუშაობენ, ემზადებიან და იმაზე ადრე ამოქმედდება, ვიდრე ჩვენ გვგონია.
მგონი ელემენტარულია, რომ მეორე ტალღის არიდება და ეპიდვითარებაა ამოსავალი წერტილი?!
მე თუ მაქვს ინფორმაციები, რომ ყველაფერს რეცხავენ, ხეხავენ და ამზადებენ, თქვენ არ გაქვთ? ხალხი ისედაც გადაღლილია. შეეშვით ამ პოპულიზმს. მე მეხება, ჩემს ახლობლებს, ყველა განიცდის და ნერვიულობს.
ბრიფინგების მაგივრად, მშვენივრად ურთიერთობთ მთავრობასთან, დაურეკეთ, იკითხეთ, გაერკვიეთ და ერთად გააძლებინეთ ხალხს ეს დარჩენილი დღეები, თუ ოდნავ მეტი, ტრანსპორტის ამუშავებამდე.
ზოგი წერს, მოჰყავთ ქვეყნების მაგალითები, სადაც მეტრო არ გაჩერებულა. ისიც დათვალეთ მილიონ მოსახლეზე რამდენი დაღუპული ჰყავთ.
შემდეგ პოსტში დავწერ, ერთი ქვეყნის მაგალითზე, ნახავთ რა მოაქვს გაუფრთხილებლობას.
2. საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებული ხალხის ამნისტირებას ითხოვთ. ამით რისი მიღწევა გსურთ, ქულებს იწერთ უბრალოდ და შედეგებზე არ ფიქრობთ? სხვა დროს როცა გამოცხადდება საგანგებო, ხალხი რას იფიქრებს, დავარღვევთ, მაინც ჩამოგვაწერენო, არა?
მაშინ რაღა აზრი აქვს ჯარიმებს?! რაღას იღებთ ამ კანონებს?! იქნებ ინდურად როზგებზე გადავიდეთ? თუ ვიღაც უნდა ემორჩილებოდეს კანონს, ვიღაც კი არღვევდეს და მერე უნდა ჩამოვაწეროთ?! იქნებ, როცა ბრიფინგებს ატარებთ და მოთხოვნებს აჟღერებთ, ახსნა-განმარტებებიც მოაყოლოთ, რატომ უნდა ჩამოეწეროს ჯარიმები იმ სიტუაციაში, როცა ეპიდემიისას მოთხოვნების დამრღვევი არის ვირუსის პოტენციალური გამავრცელებელი?!”
კომენტარები