„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე:
„ცოტა ხნის წინ, ენმ-ის დღევანდელი თავმჯდომარე, რომელმაც ჩემი აზრით, დაშვებული შეცდომების გამო ამომრჩევლის დიდი ნაწილის ნდობა და ლეგიტიმაცია დაკარგა, აცხადებდა რომ მისი გადადგომის 001 პროცენტი არ არსებობდა.
დღეს კი, ენმ-ის ჩემთვის მნიშვნელოვანმა ზოგიერთმა წევრმა განაცხადა რომ თითქოს ამჟამინდელი თავმჯდომარის ინიციატივით, უკვე დიდი ხანია განიხილავენ შიდა არჩევნების საკითხს.
1. თუ ეს საკითხი განიხილებოდა, რატომ არ გაკეთდა ამ თემაზე საჯარო განცხადება, აქამდე?
2. თუ ეს საკითხი სადღაც ჩაკეტილ ოთახში განიხილებოდა, ერთ-ერთი სამართლიანი პრეტენზია, დღევანდელი თავმჯდომარის მიმართ, სწორედ ისაა რომ იგი პირადი გარემოცვის იქით ვეღარ იყურება.
3. და კიდევ: თუ შიდა არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილებოდა, ეს პროცესი ავტომატურად გულისხმობს დღევანდელი თავმჯდომარის გადადგომას…
ამიტომ, მაქვს კითხვა: როდის არის ენმ-ის დღევანდელი თავმჯდომარე გულწრფელი, რომელმაც დაშვებული შეცდომების გამო ამომრჩევლის დიდი ნაწილის ნდობა და ლეგიტიმაცია დაკარგა: მაშინ, როდესაც აცხადებს რომ მისი გადადგომის 001 პროცენტი არ არსებობს თუ ახლა, როდესაც ენმ-ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი წევრი ამბობს რომ თურმე, სწორედ დღევანდელი თავმჯდომარე ითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას?
ე.ი. გამოდის რომ მისი გადადგომის 001 პროცენტი კი არა, თურმე 100 პროცენტი არსებობს“
„ნაცმოძრაობის“ წევრები მელიას გადაყენებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს
კომენტარები