დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე:
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოერიდეთ გარშემომყოფებს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო.”
იმნაძე აანონსებს იმასაც, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა და მოუწოდებს მოსახლეობას, თუ გაციების სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად გაიტესტონ.
“ალია” კი შეგახსენებთ, სამწუხაროდ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინოვნიკები თავად არღვევენ რეგულაციებს და ძალიან რთულია, ამ ფონზე, მოსახლეობა დაარწმუნო, რომ რეგულაციების დაცვა საჭიროა.
მაგალითად, გასულ წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა ქუჩაში, როგორც კადრებში ვიხილეთ.
ბატონო პაატა, გადახედეთ რეგულაციების დამრღვევ ჩინოვნიკებს და რაც გინდათ ის უწოდეთ, ჩვენც გვაინტერესებს, რას უწოდებთ. რაც მეტი ჩინოვნიკი დაიცავს რეგულაციას, მით მეტი ადამიანი არ დაარღვევს წესებს – სწორედ, ამიტომ იტვირთეს პასუხისმგებლობა უცხოელმა ჩინოვნიკებმა რეგულაციების დარღვევისას.
კომენტარები