ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სოლომონ ფუტკარაძე „პრაიმტაინიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ის ამჟამად ბინაზე მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.
„რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ანუ წინა კვირის ხუთშაბათს, ჩავიტარე ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი. თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და სიმპტომები არ მქონდა. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა. როდესაც ახალი პროტოკოლით შესაძლებელი გახდა უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობა, გადავედი სახლში. მაქვს ამის საშუალება, ვიყო იზოლირებულად. ახლა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობას და ვიმყოფები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს განმეორებითი ტესტი ჩავაბარე, იმედია პასუხი უარყოფითი იქნება.
სამ დღეში ანუ მე-12 დღეს, პროტოკოლის თანახმად, კვლავ გავიტესტები და თუ ისევ უარყოფითი იქნება პასუხი, დავუბრუნდები სამსახურს. თავს კარგად ვგრძნობ“
კომენტარები