სოციალურ ჯგუფში “ვეძებ” კიდევ ერთი მძიმე ისტორია ვრცელდება. ინფორმაცია, ჯგუფის ადმინისტრაციის ცნობით გადამოწმებულია და ზუსტია, თუმცა, ანონიმურად ვრცელდება, გასაგებ მიზეზთა გამო.
“#ვიმშობიარე 1989 წელს ბიჭი.. რომელიც მეყოლა საყვარელი მამაკაცისაგან, მოვიდა სამშობიაროში ორივე გვნახა და მის მერე აღარ მინახია, მიგვატოვა..
მშობლებმა რომ გაიგეს მომიცვივდნენ სამშობიაროში, დედა მელოგინეს ხელითაც შემეხო…
#სახლშიც ცუდად მექცეოდნენ, არ მაჭმევდნენ რომ შეგვარცხვინე მოინანიე, დაიტანჯეო, ერთი რაც მაბედნიერებდა ის იყო რომ შვილი გვერდით მყავდა..
ორი თვის შემდეგ ვიღაც ქალი მოიყვანეს და ჩემი შვილი მისცეს, ვტიროდი, ვემუდარებოდი მშობლებს არ წაერთმიათ მაგრამ მამა ხელითაც შემეხო..
გავიდა წლები და მამა ცოცხლად დაიწვა სოფელში სახლში იყო წასული..
დედა კი ლოგინსაა მიჯაჭვული..
რატომ გწერთ ჩემს გასაჭირს იცით?
დედას მე ვუვლი და ვემუდარე ეთქვა, ვის მისცეს ჩემი შვილი.. მე აღარ შემიქმნია ოჯახი, ჩემს შვილს მივტირივარ დღემდე..
დედამ მომიყვა და გავარკვიე რომ მართლაც იმ ოჯახში იზრდებოდა ჩემი ბიჭი, რომელიც წლების წინ ავარიაში დაიღუპა..
გემუდარებით მითხარით საფლავზე რომ ვიარო ჩემი შვილის მაქვს უფლება?
ხორცები მეწვის და ვტირი დღე და ღამე დამეხმარეთ გთხოვთ, არ მინდა, ჩემი შვილის სულს ზიანი მივაყენო..
მადლობა რომ მომისმინეთ.”
კომენტარები