ჟურნალისტი, ბერდია კალანდია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ტრადიცია, რომელიც ერთგვარად 21-ე საუკუნეშიც შემორჩა.
მარიამობას სამეგრელოში “მარაშნა” ჰქვია. სწორედ მარაშნას წინა ღამეს იმართებოდა ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა) – წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთი, წეს-ჩვეულება, რომელიც ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნას.
მახსოვს, თვეების განმავლობაში მანქანის გაცვეთილი საბურავებს ვაგროვებდით. 28 აგვისტოს დადგომას მოუთმენლად ველოდებოდით.
დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდიდა. ისმიოდა ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩოდა ცეცხლზე გადატხებოდა…
ჭეჭეთობის კულმინაცია ის იყო, რომ ბებიები სანთელს გვაწებებდნენ თმაში, რითაც წლის განმავლობაში, მათი ინფორმაციით, დაცული ვიქნებოდით ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.
მეგობრებო, გილოცავთ მარიამობას!”
კომენტარები