„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსთან“ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება, გამოეხმაურა და თქვა:
“რაც ვნახეთ მარეგულირებლის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები, სანქციებს ადებს გასული კლიპების გამო მედიებს, ეს არის შინაარსში შესვლა და მცდელობა, რომ მარეგულირებელი იქცეს არა მედიაგარემოს ხელშემწყობად, ცენზორად მოევლინოს მედიას.
ვინ არის სიძულვილის ენის გამავრცელებელი რეალურად? – ბორჯომში სტიქიიდან ან დაუდევრობიდან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი, მაღალი ალბათობით, ყველას გული შეგვტკიოდა, პრემიერ-მინისტრმა სპეციალური გამოსვლა მიუძღვნა მთავრობის სხდომაზე და თქვა, ეჭვი გააჩინა, რომ დივერსიული ჯგუფები… სიძულვილის ენა ეს არის, ხალხს გეშავს ჩემზე, არასწორ მიმართულებას აძლევს და ეუბნება, რომ შეიძლება პაატა მაჯგალაძემ გააჩინა ხანძარიო. ღარიბაშვილზე კი არ გავრცელდება შემდეგ ეგ რეგულაცია, ვითომ ევროპული, რეგულაციას გაავრცელებენ მე რომ პასუხს გავცემ ღარიბაშვილს და ვეტყვი, რომ შენ ცოლს რატომ გაუფორმე 5 000 კვადრატული მეტრი ტყე? სიძულვილში ჩამითვლის მარეგულირებელი და დამაჯარიმებს მე და არა ღარიბაშვილის ცოლს“
კომენტარები