ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“ამიხსნას ვინმე ღვთისნიერმა ლოგიკურად და მწყობრად – მარგველაშვილი რატომ არის პოლიტიკური ფიგურა და რატომ ანიჭებენ მას ფაქტორის როლს ქართულ პოლიტიკაში.
გაგახსენებთ, მარგველაშვილი პოლიტიკაში ნინი ბურჯანაძემ შემოათრია. ენა ჰქონდა გადატყავებული სააკაშვილის – რბილად ვიტყვი – ფილოსოფიური კრიტიკით. სხვათა შორის, “ქართულ ოცნებაში” სწორედ ბურჯანაძისგან წავიდა ყველაზე მეტი ადამიანი, ნაცმოს შემდეგ. ეგრევე მიაყიდეს, როგორც კი ფულის სუნი და გემო იგრძნეს. წავიდნენ, არა მხოლოდ აქტიურ პოლიტიკაში, არამედ სხვადასხვა სფეროებში, PR სტრატეგიიდან დაწყებული, დასრულებული პოლიტ ჩარჩობით. მარგველაშვილი აქაც გამოირჩეოდა – ამჯერად ივანიშვილის ფილოსოფიური განდიდებით. ეს ადამიანები ყველა ხელისუფლების პირობებში იყვნენ და დღესაც რჩებიან ძალიან საშიშ, მძლავრი მადის მქონე კომფორმისტებად.
რა იყო მარგველაშვილის ყველაზე დიდი მიღწევა როგორც პრეზიდენტის? ავლაბარში რომ გამოჯდა და არ დათმო “ოსობნიაკი”? სხვა რა აკეთა – ვეტოები? მაგ ვეტოებს რამე ფუნდამენტური პოლიტიკური პროცესები მოაყოლა? კარგი, არაფერს ვიტყვი მის განათლების მინისტრობაზე და ბენდუქიძის წინააღმდეგ წარმოებულ საბჭოთა რეპრესიულ პოლიტიკურ მეთოდებზე. საქმე რა აკეთა? ირწმუნა რომ პრეზიდენტი იყო? თემურ ჯანაშიას საქმეს ნაწილშიც კი ჩაისვარა, როდესაც ადამიანს სასჯელს უსჯიდნენ და სასამართლოს ის მასალებიც კი არ წარუდგინა, რომ იმავე ქმედებებთან, რისთვისაც ჯანაშიას ედავებოდნენ, მას ყოველდღიურად ჰქონდა შეხება. როდესაც კანონის საფუძველზე პრეზიდენტ სააკაშვილის მოქალაქეობა ჩამოერთვა (ორი სახელმწიფოს მოქალაქეობის შეუთავსებლობის გამო) იცით, მას რა პრეროგატივა ჰქონდა? შეეძლო დამოუკიდებლად მიენიჭებინა და დაესაბუთებინა, რომ მესამე პრეზიდენტია და იმსახურებსო. იმავე სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიმე მისჯილს საქმეზე შეიწყალა? ის რომ საკუთარი ოჯახისა და ოჯახის გარემოცვის “შემწყალებელი” იყო, ეგ ვიცით. სარგებელი გამახსენეთ სახელმწიფოსთვის მოტანილი 5 წლის განმავლობაში.
ხალხო, სავლე პავლედ იქცა ამბავს ნუ მოყვებით, ტიპიურ კომფორმისტებთან მიმართებაში .
რომელიმე პარტია ან ლიდერი რატომ უნდა დაჯდეს მასთან პოლიტიკური პროცესის განსახილველად და კონსულტაციებისთვის? რამე ესმის პოლიტიკის? თუ ხმების მომტანია? ზიანის არის ნამდვილად…. მომკალით და ეს მისი პერიოდული აქტივობებიც კასტინგია მხოლოდ, მაგრამ second hand-საც გააჩნია არა? ახლა მისგან ივანიშვილის ლანძღვაზე დიდი უზნეობა – ფილოსოფიური კატეგორიაა და უნდა იცოდეს თავად რას ნიშნავს – რამე არსებობს?
არა, მე რომ ამ ტიპზე გული მერევა ეგ არ არის მთავარი – თქვენ რატომ შესციცინებთ თვალებში, ვინც შესციცინებთ, ის მაინტერესებს. იქნებ მეც ვირწმუნო და მოვიხსნა როგორღაც ეს საშინელი სპაზმები…”
კომენტარები