მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია “იმედმა” ექსკლუზიურად გაავრცელა.
მედიასაშუალების ცნობით, “ქართული ოცნების” ლიდერების აჭარაში გამართულ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი განიხილეს. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის კონსულტაციებისას გადაწყდა, რომ მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.
განსაზღვრულია მისი სამუშაო მიმართულებებიც. ქვრივიშვილს ტურიზმის, კურორტებისა და ავიაციის საკითხები ჩაბარდება.
კომენტარები