თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოსახლეობას ვირუსებისგან ძველი სახალხო საშუალებით, სამკურნალო მცენარე მარიამსაკმელას წვით მკურნალობა ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ლიდერის თქმით, ათასწლეულების განმავლობაში თურქმენებმა სხვადასხვა ინფექციური დაავადების პროფილაქტიკის ეროვნულ მეთოდებს ქმნიდნენ. ბერდიმუჰამედოვის განცხადებით, მარიამსაკმელას სამკურნალოდ გამოყენების ინსტრუქციების მის მიერ დაწერილი მრავალტომეულის, „თურქმენეთის სამკურნალო მცენარეების“ პირველ ტომში არის მოყვანილი.
„ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ტრადიცია, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მარიამსაკმელას წვავდნენ. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. მარიამსაკმელას კვამლი ადამიანის ორგანიზმში ვირუსების შეღწევას აფერხებს“, – განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
თურქმენეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
კომენტარები