15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანის სამედიცინო გამოკვლევა დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ.
„25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია. 26 თებერვალს დაგეგმილია მისთვის მუცლის ღრუს კტ გამოკვლევის ჩატარება“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება.
კომენტარები