სახალხო დამცველის დამოუკიდებელი კანდიდატი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე:
,,მისასალმებელია, რომ მესამე სექტორმა გუშინ, გაცხადებულ ვადაზე ანუ, 29 სექტემბერზე, ადრე დაასახელეს კანდიდატები.
მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ და ვუსურვო წარმატება, როგორც მათ ასევე, ყველა იმ კანდიდატს, რომელმაც ამ დრომდე გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე.
სახალხო დამცველის შერჩევის და დამტკიცების პროცესი არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
ომბუდსმენის თანამდებობაზე დამოუკიდებელი, პროფესიონალი და გამოცდილი კანდიდატის შერჩევა ქვეყნისთვის იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადადონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები და ხელი შეუწყონ პროცესის კონკურენტულ გარემოში ჩატარებას, რაც დამოუკიდებელი კანდიდატების მრავალფეროვნების გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
#ombudsman #სახალხოდამცველი #მარიკაარევაძე
კომენტარები