მომღერალმა მარიკა თხელიძემ და “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი მანველიძემ საქორწინო წვეულება გუშინ გამართეს.
სტუმრებს შორის იყვნენ ანსამბლი “შვიდკაცა” და დათუნა სირბილაძე.
მომღერალ მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. მარიკა წლებია კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს.
გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და ბათუმში ცხოვრობს.
მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა
მარიკასთვის და გიორგისთვის ეს მეორე ქორწინებაა. ორივეს პირველი ქორწინებიდან ორივეს ჰყავთ შვილები.
კომენტარები