მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლის, ზურა ლალიაშვილის ცოლი, მომღერალი რუსუდან მუმლაძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„ჯერ არ ვაპირებდი ამ პოსტის გამოქვეყნებას, ველოდებოდი, ვინ რა დოზით აიხევდა სახეს!
მაგრამ დროულია!
გამგებმა გაიგოს!
მე არ მინახავს, თუმცა რა თქმა უნდა, მოდის ინფორმაცია ჩემამდე.
ნუ, გადაცემის შემდეგ რომ ნოკაუტში ჩავარდნენ, გასაგებია. თურმე ისეთებიც, ვინც საკუთარ უახლოეს მეგობარს, სამი მცირეწლოვანი ბავშვის 25 წლის დედას, ქმარი ლამის ” ნათლობიდან” აართვა და ახლა მისგან შვილს ელოდება. თურმე, კიდევ ყოფილა ბევრი „იქ“ ასეთი!
სხვათა შორის, მარინა ჩემი “დაქალი” არასოდეს ყოფილა
ჩემი შერყევა და დაღლა იოლი არ არის!
მტერი ვერას დამაკლებს! შინაგანად საკმაოდ ძლიერი ვარ!
რაც მეტს ილანძღებით, მეტ სტიმულს მაძლევთ, კიდევ უფრო მეტად ავხადო ფარდა სიმართლეს, (რომელსაც ჯერ კულუარულად ვინახავ), ვიდრე გადაცემაში მოისმინეთ! თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ამბავი… მით უარესი იქნება თქვენთვის და უკეთესი ჩემთვის!
ასე რომ სანამ, დროა, დ ა ო კ დ ი თ!
ჩემს მეგობრებს და კეთილისმსურველებს, სრულიად უცხო ადამიანებსაც კი მოგმართავთ:
უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის, რომელსაც პირადად მწერთ ყველგან!
პ.ს. მინდა გითხრათ, მეჯავრება მსგავსი პოსტები, თუმცა მომიწია…
მე მაპატიეთ. ეს არის პირველი და უკანასკნელი!“
შეგახენებთ, რომ რუსუდან მუმლაძემ „ფარულ კონვერტში“ პირველად ისაუბრა ზურაბ ლალიაშვილთან რომანის შესახებ, მან თქვა, რომ მარინა ბერიძეს ორჯერ შეხვდა, პირველად, როცა ის ჯერ კიდე ზურას მეუღლე იყო და რუსუდანის თქმით, მარინას რეპუტაციის შელახვა უფრო ადარდებდა, ვიდრე საყვარელი მამაკაცის დაკარგვა, მეორე კი, საქმიდან გამომდინარე მივიდა მასთან სახლში. რუსუდანის თქმით, მარინა ბერიძე მას, როგორც მომღერალს, ბლოკავდა.
კომენტარები