„ჩვენი მონაცემებით ჩანს, რომ ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად სწორი და ნორმალური იყო“, – ამის შესახებ თერჯოლის ჩაკეტვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ღონისძიებების გატარება შედეგების მაჩვენებელია.
„ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც ნიშნავს, რომ შემოსული რეგულაციები ალბათ საკმარისია. კიდევ უფრო გამკაცრება ალბათ გაართულებს სიტუაციას. ამ ეტაპზე, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალური და ადეკვატურია. დაველოდოთ პროცესებს და მერე ვისაუბროთ, გამკაცრება თუ მოხსნა იქნება საჭირო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები