მთის ამბების ცნობით, მარიტა გუტაშვილმა, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა.
გამოცემის ცნობით, ონის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
“სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს მარიტა გუტაშვილი და ინციდენტის თვითმხილველები. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. მან მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები გააპროტესტა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს, მარიტა გუტაშვილი ავად გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს” – წერს მთის ამბები.
კომენტარები