ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი „მზიურის“ კორტებზე მიასვენეს.
მოზარდის ცხედარი ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენეს, საიდანაც მარიტა მეფარიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახმა, მეგობრებმა და მოქალაქეებმა გააცილეს.
მარიტა მეფარიშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
კომენტარები