„დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ პირველად გავიგე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორე ერთი ნათქვამით შეიძლება არ დამეჯერებინა. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ თუ ეს შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, არ აშენდება ეს პროექტი. დანარჩენი ტექნიკური ხასიათი იყო“, – ეს განცხადება მარიტა მუსელიანმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ნამოხვანჰესის აშენებას ეხებოდა.
კომენტარები