მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ აზოვსტალის კომპლექსში არსებული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა:
„თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო და ეს ომის დანაშაულის ნიშანია, რადგან დაჭრილთა რაოდენობა მანამდე 170 იყო ახლა კი 600-ზე მეტია“
ბოიჩენკო ასევე აცხადებს, რომ რუსებმა 4 ე.წ. სადამსჯელო ცენტრი აქვთ მოწყობილი, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ ვისაც ევაკუაცია სურს, ხოლო ის ოჯახები, ვისაც უკრაინის დატოვება სურს, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ იძულებით.
„თუ ვინმე ქალაქს დატოვებს და დაკავშირებული იქნება სამოქალაქო სამსახურებთან, მუნიციპალურ სამსახურებთან, ციხეში უშვებენ. იქ აყოვნებენ და აწამებენ“, – განაცხადა ბოიჩენკომ.
კომენტარები