მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაგზავნილი 14 ავტობუსიდან მხოლოდ სამმა მიაღწია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 11 ავტობუსში მყოფი ადამიანების ბედი უცნობია.
“11 ავტობუსი, რომლებიც უნდა გადასულიყვნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს კონტროლირებად ნაწილში, სადღაც გაუჩინარდა, ისინი სადღაც დაიკარგნენ. ისინი იკარგებიან “ფილტრაციის ცენტრებში”, მარიუპოლში ამჟამად ოთხი ასეთი “ფილტრაციის ცენტრია”.
“ფილტრაციის ცენტრს” ეძახიან იმ ადგილებს, სადაც უკრაინელთა დაკითხვა და უკრაინის მთავრობის თქმით, მათი წამებაც კი მიმდინარეობს, რუსის ჯარის მიერ.
კომენტარები