ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა იზრდება. ისინი აზოვის ბატალიონს უერთდებიან და ამბობენ, რომ ოკუპანტებისთის ქალაქის ჩაბარებსა არ აპირებენ. ქალაქში, რომელიც რუსეთმა უკვე დაპრყობილად გამოაცხადა, ახალი ბრძოლებისთვის ემზადებიან.
ცოტა ხნის წინ, მარიუპოლში უკრაინული ჯარის რაოდენობის ზრდის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, ქალაქის დებლოკადისთის ყველაფერი კეთდება.
“მარიუპოლის ტერიტორიაზე რჩებიან მესაზღვრეები, მე არ დავასახელებ მათ რაოდენობას, იქ არიან აზოველები. მათი რიცხვი კი იზრდება, მარიუპოლში გვყავს სხვა დანაყოფებიც, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მარიუპოლის დაცვაში ჩაერთონ. ეროვნული გვარდიის გარდა, აზოველებს უერთდებიან სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები. მთავარსარდლის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მარიუპოლშ მყოფი ყველა დანაყოფი აზოვის ბატალიონთან გაერთიანდეს. ეს არის ბიჭების გმირული გადაწყვეტილება. 4 კვირაა მარიუპოლის დაცემას და აღებას აანონსებენ ოკუპანტები, მაგრამ მარიუპოლი ისევ დგას. საბრძოლო მასალების მიწოდება, რა თქმა უნდა, რთულია , მაგრამ მარიპუოლი არ დაეცემა. შეიარაღებული ძალების მეთაური აზოვის ბიჭებთან პირდსაპირ კავშირზეა. მიმდინარეობს მმუშაობა შეიაარღების მიწოდების და მარიუპოლის დებლოკირებასთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმების მეათასედსადც კი არ მოვყვები, ეს გახდება ცნობილი ცოტა ხანი. კეთდება ყველაერი შეუძლებელი და შესაძლებელი მარიუპოლის გათვაისუფლებისთვის, – განაცხადა შს მინისტრმა.
კომენტარები