BBC–ის ინფორმაციით, რუსეთი ამბობს, რომ გამარჯვების დღეს არ აღნიშნავს ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში.
“დადგება დრო და იქ დიდი ზეიმი იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ამ დღეს ოფიციალური ვიზიტებიც არ იგეგმება.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ 9 მაისს, რუსი ოკუპანტები აპირებენ, ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფ 2 000-მდე კაცს უკრაინული ფორმები ჩააცვან და “ტყვეების აღლუმში” მიაღებინონ მონაწილეობა.
კომენტარები