მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს, თამაზ ნავერიანს ადგილობრივები დაუპირისპირდენენ. სოფელ აღმამედლოში დეპუტატი მოსახლეობასაც ხვდებოდა, რა დროსაც ადგილობრივებს შორის კამათი მოხდა.
როგორც დეპუტატმა რადიო “მარნეულს” განუცხადა ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.
„ახლა, ამ მდგომარეობაშიც, რომ ეს საშუალება გამოვნახეთ, ვმუშაობთ და წელებზე ფეხს ვიდგამთ, ეს საკმარისი არ არის?! მთელ მსოფლიოში კორონაა მოდებული, ახლა შენ რასაც აკეთებ, სრული დემაგოგიაა“,-მიმართა ნავერიანმა ადგილობრივს. „ასეთია სიტუაციაა, ჩამოვიდა კომპანია “ ჯიბე“, მოვიდა ეს პროვოკატორი და რას აკეთებს ახლა აქ. ამაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მოსახლეობა კომპანია „ჯიბე“-ს წარმომადგენლებს თავად ესაუბრება. არ ვიცი კიტრის ფასი რატომ გაიაფდა და ახლა რა ფასშია, აქ კომპანიის წარმომადგენლები არიან“
კომენტარები