ირკვევა, რომ 62 წლის ქალი მარნეულიდან, რომელსაც ახალი კორონავირუსიდაუდასტურდა, ქელეხში სოფელ ნახიდურში იმყოფებოდა.
ეს სოფელი ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა „მთავარი არხის“ ეთერში.
გამყრელიძის თქმით, ქალს სარიტუალო სუფრაზე 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა უმეტესობა იდენტიფიცირებულია.
„სარიტუალო სუფრის, სოფელი რომელიც თქვენ დაასახელეთ იქ იმყოფებოდა რამოდენიმე ათეული ადამიანი, დაახლოებით 100-მდე, უმეტესობა იქიდან იდენტიფიცირებულია, ზოგიერთთა იდენტიფიკაცია მიმდინარეობს, ზოგიერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე და დატოვა ქვეყნის ტერიტორია.
მათ შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ქვეყანას, რომ ისინი იმყოფებოდნენ კონტაქტში ადამიანთან, რომელიც შემდგომ გამოვლინდა როგორც ინფიცირებული, ეს არის განსაზღვრული ჯანმრთელობის მსოფლიო საერთაშორისო წესებით და ეს ინფორმაცია ეძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას, რომელიც ეს ადამიანები გადაადგილდებიან“, – განაცხადა ამირნა გამყრელიძემ.
კომენტარები