თანამშრომლების ახალი კორონავირუსით დაავადების გამო, მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმრების პერსონალი სრულად შეიცვალა. რეგიონში ექვსი ჯგუფი ჩავიდა. ამის შესახებ საგანგებო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.
“მიღებული იყო ეპიდემიოლოგიური კუთხით ის ადეკვატური ზომები, რაც გულისხმობს კონტაქტების გამოვლენას და რისკჯგუფების აღმოჩენას. ამ ადამიანების გადაყვანა მიმდინარეობს საკარანტინე დაწესებულებებში იზოლირებულ პირობებში. ვინაიდან საჭირო არის, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს შეუნარჩუნდეს უწყვეტი გადაუდებელი დახმარების სერვისი, ამ მიზნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პერსონალი ჩამოვიყვანეთ. ისინი სრულად ჩაანაცვლებენ იმ პერსონალს, რომელიც მარნეულში ახორციელებდა ამ სერვისის მიწოდებას.
შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო გადაუდებელი სერვისის მიწოდება გრძელდება უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
კომენტარები